11.05.2012

იღბლიანი ჩეკი კი არა, მზესუმზირა


ზუგდიდელმა მზესუმზირა შეიძინა და ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ჩეკების წამახალისებელ გათამაშებაში 50 ათასი ლარი გათამაშდა.  თანხა ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ მოიგო. ზარქუამ 2.40 თეთრის ღირებულების მზესუმზირა შეიძინა და იღბლიანი ჩეკის მფლობელიც გახდა. ჩეკების გათამაშება 18 აპრილს დაიწყო. პირველი მსხვილი თანხა - 10 ათასი ლარი, გათამაშების დაწყებიდან ერთ კვირაში გათამაშდა. გათამაშება წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий