12.05.2012

„განახლებული საქართველოს“ შერიგების დღე


 პოლიტიკურმა პარტიამ „განახლებული საქართველო“ 12 მაისი აფხაზების, ოსების და ქართველების შერიგების დღედ გამოაცხადა და აქცია ერთდროულად საქართველოს რამოდენიმე ქალაქში დაგეგმა, პოლიტიკური პარტიებიც მოიწვია, მაგრამ... აქციაზე დაახლოებით 300-350 ადამიანი გამოცხადდა, იქნებ 400-იც, იქნებ 450-იც, 500-იც რომ ყოფილიყო-შერიგების დღის წარმატებულ ფონს ვერ შექმნიდა, მაგრამ აქცია მაინც შედგა რუხში, საიდანაც ბევრი დევნილისთვის ერთი ხელის გაწვდენაზეა ოდაბადე. შეკრებაზე აფხაზი მწერლის არქა ემხვარის მიმართვა წაიკითხეს-ჩვენ დავრჩით ერთმანეთის გარეშე, ხოლო ქვეყანა, რომელიც ერთად გვიშენებია საფრთხის წინაშე დგასო. ახალდაფუძნებული პარტიის ინიციატივას სხვა პარტიები არ გამოხმაურებიან, არც ხელისუფლებას გამოუჩენია დიდი ინტერესი. ამდენად, საეჭვოა, 12 მაისი ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ დამკვიდრდეს. შერიგების დღედ გამოცხადების გარდა, ეს აქცია პარტიის ერთგვარი პრეზენტაციაც იყო სამეგრელოში. იყო საუბარი პარტიის გეგმებზე, რომლის სერიოზულ ნაწილს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი და დევნილი კატეგორიების ფინანსური დახმარებისათვის ფონდის შექმნა. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, პარტიას რუსეთში მცხოვრები, წარმოშობით სოხუმელი ბიზნესმენი მინდია გულუა აფინანსებს, რომელიც სამეგრელოში და არა მარტო, დიდი ხანია ხელს უმართავს დევნლებს, მრავალშვილიანებს, სამამულო ომის ვეტერანებს, ინვალიდებს, ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს,ნიჭიერ ახალგაზრდებს. პარტიას მისი და ხელმძღვანელობს. წყარო ვარაუდობს, რომ ,,განახლებული საქართველო" სამომავლოდ, ივანიშვილთან თანამშრომლობას მოიაზრებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий