IRI - ს კვლევის მიხედვით გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს უსწრებს
"ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამოდენიმე შედეგი .კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გამოიყურება: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 37 %, "ქართული ოცნება" - 19 %, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე - 10 %.
კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად, ლიდერობს გიორგი თარგამაძე - 28 %, ბიძინა ივანიშვილი - 21 %.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა "GALLUP"-ის მეშვეობით ჩაატარა. კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგები გამოქვეყნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий