26.07.2012

მერაბ ქვარაია: ,,ბევრია წყაბელიასავით აბუჩად აგდებული ადამიანი, პრეზიდენტმა მათ სათითაოდ უნდა მოუბოდიშოს"

ანა ნაჭყებია

განაცხადა ,,ქრთული ოცნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ამ დილით 12.00–საათზე  გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ცაიშის ინცინდენტს მიეძღვნა,
ინცინდენტს, სადაც ცაიშელ ქალბატონს პრეზიდენტთან შეხვედრამდე შეურაცხოფა მიაყენეს. სწორედ ამ ინცინდენტს მოჰყვა ერთ–ერთი სამართალდამცავის გელა ნაროუშვილის სამსახურიდან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან, იქვე, შემთხვევის ადგილზე მყოფმა, ვერ შეძლო დანაშაულის აღკვეთა. ქვარაიას განცხადებით, გელა ნაროუშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა. ,,გელა ნაროუშვილის სამსახურიდან გათავისუფლება  კი არის ის მაგალითი, თუ როგორ იშორებს დღევანდელი ხელისუფლება იმ ადამიანს, რომელიც უკვე არ სჭირდება." ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ბოდიშს, ,,საქართველოში და სამეგრელოში ბევრია ცაიშელი წყაბელიას მსგავსად აბუჩად აგდებული და შეურაცხოფილი ადამიანი. სააკაშვილმა სათითაოდ უნდა უთხრას ბოდიში თითოეულ მათგანს"_დასძინა ქვარაიამ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий