02.08.2012

პასუხი გია ბურჟანაძეს სამეგრელოდან

http://smo.ge
სახალხო პარტიის წევრი და ამჟამად კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიკედლებული ექს-მსახიობი გია ბურჯანაძე სვანეში ვიზიტისას ქართველ ოლიგარქს თან ახლდა.სწორედ ამის შემდეგ მან სპეციალური განცხადება გააკეთა გაზეთ "ალიაში".
გია ბურჟანაძემ ამ განცხადებით შეურაცხყო მეგრელი ხალხი,როცა მან შედარება გააკეთა მეგრელებსა და სვანებს შორის. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია სამეგრელოს მოსახლეობაში.გია ბურჯანაძის საპასუხოდ განცხადებების გაკეთება დაიწყო ზუგდიდში. სამეგრელოს მედია ორგანიზაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორმა მაია კალანდიამ. მაია კალანდია თვლის რომ გია ბურჯანაძე პირადად მისთვის არ წარმოადგენს არც პოლიტიკოსს და მითუმეტეს არც მსახიობს,რადგან ის წლებია არ მდგარა დიდ სცენაზე. კალანდიას განცხადებით გია ბურჯანაძე ცდილობს ერის კიდევ უფრო მეტად დაყოფას,როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისედაც საფრთხის წინაშე დგას.სამეგრელოს მედია ორგანიზაცია გთავაზობთ მაია კალანდიას ინტერვიუს შეუცვლელი ფორმით.
http://smo.ge/index.php?newsid=97

Комментариев нет:

Отправить комментарий