29.07.2011

                     „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ 

                                 რეგიონულ ოფისს ზუგდიდში ხსნის


 
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ პრეზენტაცია. პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს და სერიოზული მუშაობის გაწევას აპირებს სამოქალაქო სექტორისა და მედიის დახმარებით აამაღლოს საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის გამჭირვალობაში და მართვის პროცესში. პროგრამისთვის მთლიანობაში 16 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი. სექტემბრიდან „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ რეგიონულ ოფისს ზუგდიდში გახსნის და მას ვახტანგ ჯავახაძე უხელმძღვანელებს. პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მცირე ნაწილი ესწრებოდა.  

Комментариев нет:

Отправить комментарий