13.03.2012

კონტროლის პალატისთვის გიორგი ალასანიას ახსნა-განმარტების მიცემას ადვოკატი არ დაასწრეს


13.03.2012
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტება ადვოკატის დაუსწრებლად მისცა. გამგეობის დაცვის სამსახურმა ადვოკატს ორდერი მოსთხოვა, რომელიც მას არ ჰქონდა. ადვოკატმა გურამ ყუფუნიამ განაცხადა, რომ მოთხოვნა უკანონოა, რადგან მას საქმიანობის დამადასტურებელი რწმუნება აქვს. ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ გიორგი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს აინტერესებდათ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული ხელმოწერების დროს მიღებული დაფინანსება და ჰქონდა
 თუ არა ადგილი პროპაგანდას ხელმოწერების შეგროვებისას. აუნაზღაურეს, თუ არა გაზეთ „ქართული ოცნების“ გავრცელება. რაც შეეხება ადვოკატის არდასწრებას ახსნა-განმარტების მსვლელობისას, გიორგი ალასანიას განცხადებით, „კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მისი ადვოკატი სისხლის სამართლის კუთხით მუშაობს, რაც არდაშვების მიზეზი გახდა“. დღეს კონტროლის პალატის თანამშრომლებს ახსნა-განმარტება „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ 9 წევრმა უნდა მისცეს. გიორგი ალასანიას თქმით, ახსნა-განმარტების მისაცემად მათი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მეუღლეც დაიბარეს.
http://www.livepress.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий