25.03.2012

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი პოლიციის სამმართველოში ყავთ


2012.03.25

ავტორი: სოფო ხუბულავა
სახალხო დამცველის წარმომადგენლის სამეგრელოში, ბაგრატ ქირიას ინფორმაციით, სერგო ჩაჩიბაია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავთ დაკავებული. ქირიამ ზუგდიდის სამმართველოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
–„სერგო ჩაჩიბაია ნამდვილად დაკავებულია და ის ნაცემი არ არის, ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობა“– განაცხადა მან შენობიდან გამოსვლისას, თუმცა, დაკავების მიზეზები ვერ განმარტა.ადვოკატი მასთან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შეუშვეს. სამმართველოს შენობასთან, ამ წუთებში, პარტიის 20–მდე აქტივისტია შეკრებილი, ასევე შენობასთან იმყოფებიან „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის
წარმომადგენლები. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, სერგო ჩაჩიბაია, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაა დაკავებული.ნონა თოლორაია „რესპუბლიკელების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს, რომ "ჩაჩიბაია დაკავებულია კანონის უხეში დარღვევით, ესაა პოლიტიკური დევნა და ეს შეიძლება ხვალ და ზეგ თითოეულ ჩვენგანზე განმეორდეს".რამდენიმე დღის წინ, სერგო ჩაჩიბაია ზუგდიდში კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან იყო დაბარებული და მან ახსნა–განმარტება მისცა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი სერგო ჩაჩიბაია, სამართალდამცავებმა დღეს, 16 საათზე დააკავეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უცნობი იყო.–„დღეს, დაახლოებით 16 საათისთვის, სერგო ჩაჩიბაიას მანაქანა, პუშკინის ქუჩაზე ავტოპროფილაქტიკაში მიყვანილი, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა მას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „ამდენი ცუდი გაქვს ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული, შენ ჩვენი გვარის სისხლი გმართებსო“ საცემად გაიწია. იმავე წუთს, პოლიციის „პიკაპი“ გამოჩნდა და ის პოლიციის თანამშრომელმა, ვინმე ნაროუშვილმა დააკავა.“–აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი, გია ალასანია.ალასანია მის დაკავებას ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებას უკავშირებს და ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
ჩაჩიბაია, შევარდნაძის პერიოდში, სამეგრელო–ზემო სვანეთის ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე http://www.tspress.ge/ka/site/articles/11412/„თავისუფალი-დემოკრატების“-წევრი-პოლიციის-სამმართველოში-ყავთ.htm




Комментариев нет:

Отправить комментарий