
საავადმყოფო ,,რესპუბლიკა" მას ჰქონდა სახელფასო დავალიანება. დღეისათვის ძველი სახელფასო დავალიანება გადახდილია და ექიმებს მიმდინარე ხელფასებიც დროულად ერიცხებათ.. რაც შეეხება ხელფასის მომატებას, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, არ არის გათვალისწინებული მფლობელი კომპანიის მიერ ამ ეტაპზე.. ,,ექიმებმა დადეს ხელშეკრულება და ,,ბისიაი" მათ უხდის იმ თანხას,რაზეც ხელი მოაწერეს." ,,ზუგდიდმა" ივჩენკოს თოლორაიას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ასლის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა სთხოვა მისი დათხოვნის მოტივაციის ფორმულირების გაცნობის მიზნით, რაზეც უარი მიიღო.
გუშინ, 2 აპრილს საავადმყოფო რესპუბლიკის საამედიცინო პერსონალმა მოაწყო საპროტესტო აქცია ხელფასის მომატების მოთხოვნით. ,,მკურნალობის თანხები იზრდება, ჩვენი ხელფასები კი არა."–ასეთი განცხადება გააკეთა მედიასთან ზვიად თოლორაიამ გუშინ კოლეგების სახელით. როგორც ჩანს, ,,რესპუბლიკის" ახალმა მეპატრონემ ,,ალდაგიბისიაიმ" სწორედ ზვიად თოლორაია მოიაზრა აქციის ორგანიზატორად და საავადმყოფოში არაჯანსაღი გარემოს შექმნისათვის დღეს გაათავისუფლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий