05.04.2012

ნონა თოლორაია: ,, ივჩენკომ უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუცია"



რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაცია, მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკიდან“ ექიმების დათხოვნას გამოეხმაურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნონა თოლორაია ამბობს, რომ საავადმყოფოს ეზოში მედპერსონალის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მეტად სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ივჩენკოს განცხადებამ „აღაშფოთა“, სადაც ივჩენკო ექიმების გათავისუფლების მიზეზად საპროტესტო აქციის ორგანიზატორობას ასახელებს. „მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არათუ ივჩენკოს, არამედ არავის აქვს. მან ამ განცხადებით უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლება და შრომის კანონმდებლობა, რომელიც ისედაც უსამართლოა“, - ამბობს ნონა თოლორაია.
http://www.livepress.ge/ka/site/news/2360/„რესპუბლიკელები“-მაია-ივჩენკოსგან-ბოდიშის-მოხდას-ითხოვენ.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий