12.06.2012

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სამეგრელოში მოსახლეობასთან ინციდენტების ფონზე წარიმართა



ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სამეგრელოში მოსახლეობასთან ინციდენტების ფონზე წარიმართაკოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში იმყოფება და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივებთან დღეს ინციდენტების ფონზე წარიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, შეხვედრას რიგითი მოქალაქეების გარდა "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ
საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გელა ჩილაჩავა, საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა კომისიის მთავარი სპეციალისტი ირაკლი მიქაია, იურიდიულ საკითხთა კომისიის მთავარი სპეციალისტი დავით ჭანტურია, საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლევან მაქაცარია და "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლევან კალანდია.
ადგილობრივები ივანიშვილს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვაზე შეკითხვებს უსვამდნენ. მოსახლეობა ცდილობდა "ქართული ოცნების" ლიდერს მიახლოებოდა. შეხვედრის მონაწილეთა ერთი ნაწილი ივანიშვილის მხარდამჭერ შეძახილებს და "ბიძინა, ბიძინას" სკანდირებდა, მეორე ნაწილი კი მას აგენტს უწოდებდა, ამბობდა, რომ მას სამეგრელოში არაფერი ესაქმება და სკანდირებდა "მიშა, მიშა". აღნიშნულის გამო მოსახლეობას შორის შელაპარაკებაც მოხდა. 
სოფელ ორულუში ჩასვლამდე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში, სადაც ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. "ცოტაც მოითმინეთ, ძალიან მალე მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ დავიბრუნებთ წართმეულ ღირსებას", - მიმართა მან მოსახლეობას.
ივანიშვილის განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია უახლოეს ხანში ზუგდიდში ჩატარდება, თუმცა, კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე ყველა რაიონში დასახელდება ასევე მაჟორიტარი კანდიდატები.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამეგრელოში იმყოფება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий